|
2019-06-12 14:58:08, 1328 ნახვა
პოლიტიკა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებლებმა „სამხრეთ ოსეთში“ ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს არალეგიტიმური უწოდეს
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მონიტორინგის ჯგუფის მომხსენებლები ე.წ. სამხრეთ ოსეთში დე-ფაქტო საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ. აღსანიშნავია, რომ თანამომხსენებლები ტიტუს კორლატეანისი და კლოდ კერნისი 1-ელ და 2 ივლისს საქართველოს ეწვევიან. "ჩვენ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო საპარლამენტო არჩევნები, რომელიც გასულ კვირას გაიმართა, არ არის კანონიერი და ლეგიტიმური. ეს "არჩევნები" ხელს უშლის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირებას და ხალხის გაერთიანების ნაცვლად, მათ მხოლოდ აშორებს ერთმანეთისგან. ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ დავგმოთ ეს“, - აღნიშნულია მათ განცხადებაში.
იტალიამ ხმელთაშუა ზღვაში პუტინის „ჩრდილოვანი ფლოტის“ კუთვნილ ტანკერზე ჯარები გადასხა
მოსკოვის რესტორანში მომხდარი აფეთქების შედეგად, შესაძლოა, რუსეთის საჰაერო ძალების მთავარსარდლის ქალიშვილი დაშავდა
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ივლისში რუსეთის არმიის დანაკარგებმა მთელი ომის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)