|
2019-06-12 13:37:44, 1298 ნახვა
საზოგადოება
თბილისში მცხოვრებ 22 ოჯახს საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად გადაეცემა
თბილისის მერია დიდ დიღომში მცხოვრებ 21, ხოლო ისანში მცხოვრებ ერთ ოჯახს საცხოვრებელ ფართებს სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადასცემს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ბიუროკრატიული ბარიერების გამო, აღნიშნული მოქალაქეები წლების განმავლობაში ფართების დაკანონებას ვერ ახერხებდნენ. „იცით, რომ დაწყებული გვაქვს ბინების დარეგისტრირების პროექტი და გასული წლიდან დღემდე, საკმაოდ ბევრი ოჯახი გავაბედნიერეთ. ამჯერად, დიდი დიღმის II მიკრორაიონში, კორპუსი N27ა-ში მცხოვრებ 21 ოჯახს საცხოვრებელი ფართები ერთ ლარად, სიმბოლურ ფასად გადაეცემა. ეს ადამიანები წლების განმავლობაში აქ ცხოვრობდნენ და გარკვეული ბიუროკრატიული პრობლემების გამო, ფართების დაკანონებას ვერ ახერხებდნენ. ასევე, ისანში, მელაანის V შესახვევის N20-ში მცხოვრებ ერთ ოჯახს საცხოვრებელი ფართები ერთ ლარად გადაეცემა. მინდა მივულოცო მათ“, - აღნიშნა თბილისის მერმა. კახა კალაძის თქმით, იმ მოქალაქეებმა, რომლებიც საცხოვრებელი ფართების დარეგისტრირებას ვერ ახერხებენ, რაიონულ გამგეობებს უნდა მიმართონ. „მერია სიმბოლურ ფასად საცხოვრებელი ფართების დაკანონების პროცესს განაგრძობს და ვისაც აღნიშნული პრობლემა წლების განმავლობაში აწუხებს, ფართის დარეგისტრირებას ვერ ახერხებს, უნდა მიმართოს რაიონულ გამგეობას, რომელიც მერიასთან შუამდგომლობას მოახდენს. საბოლოო გადაწყვეტილებას უკვე ჩვენ მივიღებთ. მზად ვართ, მთავრობის მომდევნო სხდომებზეც ანალოგიური მიდგომა და დამოკიდებულება გვქონდეს“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.
(NS)
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
რუსეთის საარჩევნო კომისია, საზღვარგარეთ მცხოვრებ რუსებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აუკრძალავს, ივანიშვილის რეჟიმმა პუტინს ნახევარი წლით დაასწრო
კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე- ჩვენთვის მიზანი არა ფულის შოვნა, არამედ ნდობის აღდგენა იყო
კობახიძე- თეორიულადაც ვერ წარმომიდგენია, რატომ შეიძლება შეექმნას ღარიბაშვილის ოჯახს საფრთხე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)