|
2019-06-12 13:31:45, 826 ნახვა
საზოგადოება
თემქის ხევში ახალი საქალაქო პარკის პროექტირებაზე კონკურსი გამოცხადდა
თემქის ხევში ახალი საქალაქო პარკის პროექტირებაზე ტენდერი გამოცხადდა. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ტენდერის გამოცხადებამდე ჩატარდა წინასაპროექტო კვლევები, რომელმაც ტერიტორიის განვითარების პერსპექტივა განსაზღვრა. „რა თქმა უნდა, არსებული პარკების მოვლა-პატრონობა, რეაბილიტაცია, მოწესრიგება მნიშვნელოვანია, მაგრამ ქალაქში უნდა აშენდეს ახალი საქალაქო პარკები, რაც გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფის რჩევაც იყო. თემქის ხევში, რომელიც 20 ჰექტარზეა გადაჭიმული, ჩატარდა წინასაპროექტო კვლევა, უკვე გვაქვს გეოლოგიური, ჰიდროლოგიური, დენდროლოგიური და სხვა ტიპის დასკვნები და ეს ადგილი განისაზღვრა იმისთვის, რომ აქ ავაშენოთ ახალი საქალაქო პარკი. ეს მართლაც ულამაზესი ადგილია. სამუშაოების დასრულების შემდეგ, ძალიან მაგარი პარკი გამოვა - მოწესრიგებული ინფრასტრუქტურით, საფეხმავლო და ველობილიკებით, დასასვენებელი ადგილებით, საბავშვო სივრცეებით“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, აღნიშნულ კონკურსზე წინადადებების წარდგენა 17 ივნისს დასრულდება, პროექტის ღირებულება კი 413 000 ათას ლარს შეადგენს.
(NS)
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
რუსეთის საარჩევნო კომისია, საზღვარგარეთ მცხოვრებ რუსებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აუკრძალავს, ივანიშვილის რეჟიმმა პუტინს ნახევარი წლით დაასწრო
კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე- ჩვენთვის მიზანი არა ფულის შოვნა, არამედ ნდობის აღდგენა იყო
კობახიძე- თეორიულადაც ვერ წარმომიდგენია, რატომ შეიძლება შეექმნას ღარიბაშვილის ოჯახს საფრთხე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)