|
2019-06-11 16:41:39, 1184 ნახვა
საზოგადოება
Black Eyed Peas-ის კონცერტზე დასწრების მსურველთათვის თბილისიდან დამატებითი მატარებლები იმოძრავებენ
ამერიკული ჯგუფის „Black Eyed Peas“ კონცერტზე დასწრების მსურველთათვის, 14; 15; 16 და 17 ივნისს თბილისიდან დამატებითი მატარებლები იმოძრავებენ. ,,Black Sea Arena” სეზონის გახსნისთვის, გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, აღნიშნული მიმართულებით ყველა ბილეთი გაიყიდა. ამიტომ, „საქართველოს რკინიგზისა“ და „Black Sea Arena“ -ს გადაწყვეტილებით სპეციალური რეისები დაინიშნა, რომლებიც მგზავრებს ორივე მიმართულებით გადაიყვანს. მატარებლები იმოძრავებენ შემდეგი განრიგით:
ამასთანავე, 17 ივნისს, ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი #859 მატარებელი „Black Sea Arena“-ს ბაქანზე 01სთ. 25 წთ-ზე შევა და 10 წუთიანი გაჩერება ექნება. ბილეთების შეძენა შესაძლებელია Georgian Railway Tickets და Biletebi.ge მობილური აპლიკაციით. მობილურ აპლიკაციას აქვს უნიკალური შესაძლებლობა, აირჩიოთ სასურველი ადგილები მატარებელში. ბილეთები იყიდება ასევე ვებ გვერდებზე (Railway.ge; tkt.ge; Biletebi.ge; matarebeli.ge); სწრაფი გადახდის აპარატებსა და საბილეთო სალაროებში. საქართველოს რკინიგზა ბედნიერ და კომფორტულ მგზავრობას გისურვებთ!
(R)
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)