|
2015-07-01 16:06:14, 702 ნახვა
საზოგადოება
საგამოცდო ცენტრებში მისასვლელად ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნა
მიმდინარე წლის 2 ივლისიდან 22 ივლისის ჩათვლით, დედაქალაქში ჩასატარებელ ერთიან ეროვნულ, საერთო სამაგისტრო და მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდებთან დაკავშირებით, მომსახურე პერსონალისა და მონაწილეთა პირთა შეუფერხებელი და დროული გამოცხადების მიზნით, საგამოცდო ცენტრებში მისასვლელად ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნა. როგორც „ექსპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, დამატებითი მარშრუტები დაინიშნა მეტროსადგურ ,,ახმეტელის თეატრიდან“ მუხიანის დასახლებაში არსებული #175 საჯარო სკოლისა და მეტროსადგურ ,,ვარკეთილიდან“ მე–3 მასივში არსებული #117 საჯარო სკოლის მიმართულებით. ასევე დამატებითი მოძრავი შემადგენლობა იქნა გათვალისწინებული მეტროსადგურ ,,დელისიდან“ ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის მიმართულებით მოძრავი ავტობუსის #13 მარშრუტზე. დამატებითი მარშრუტები 06:30 საათიდან 20:00 საათამდე იმუშავებენ. ამასთან, მერიის ინფორმაციით, დედაქალაქში სხვასხვა საგამოცდო ცენტრებამდე დროულად გადაადგილების მიზნით ამჟამად მოქმედ №14, 21, 24, 51, 140, 150 მარშრუტებზე განისაზღვრა დამატებითი მოძრავი შემადგენლობები.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)