|
2019-06-09 20:04:21, 1047 ნახვა
პოლიტიკა
გახარია: ღიმილის მომგვრელია, როცა ინტელექტუალურ ოპოზიციას კრიმინალებზე ისტორიების მოგონების გარდა, არგუმენტი არ გააჩნია
„იქ, სადაც მოხდება კანონის დარღვევა, პოლიცია იმოქმედებს მყისიერად, წერტილი“, - ამის შესახებ შს მინისტმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა. გახარია იმ დარღვევებს გამოეხმაურა, რომელიც დღეს საარჩევნო უბნებზე დაფიქსირდა. როგორც მან აღნიშნა, პოლიცია გამოხატვის თავისუფლებას არავის უზღუდავს. „მე როგორც მაქვს ინფორმაცია იყო რამდენიმე წვრილმანი შეთხვევა, სადაც პოლიციამ შესაბამისი რეაგირება მოახდინა. დღის ბოლოსთვის გვექნება სრული ინფორმაცია, არის ისეთი სიმძიმის დანაშაულები, რომელზეც ძიება დაიწყება თუ არა. ღიმილის მომგვრელია, როდესაც ინტელექტუალურ ოპოზიციას კრიმინალების დახმარების ასეთი ისტორიების მოგონების გარდა, სხვა არგუმენტი არ გააჩნია, იმისთვის, რომ არჩევნებში ღირსეულად იბრძოლოს. იქ, სადაც მოხდება კანონის დარღვევა, პოლიცია იმოქმედებს მყისიერად, წერტილი. ეს არის მთავარი და საერთოდ, გამოხატვის თავისუფლებას არავის არ ვუზღუდავთ. შესაბამისად, იქ სადაც იქნება კანონის დარღვევა ან გადაცდომა, რა თქმა უნდა რეაგირება იქნება მყისიერი, ისე როგორც ეს რეაგირება დღეს რამდენიმე უბანზე მოხდა“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.
იტალიამ ხმელთაშუა ზღვაში პუტინის „ჩრდილოვანი ფლოტის“ კუთვნილ ტანკერზე ჯარები გადასხა
მოსკოვის რესტორანში მომხდარი აფეთქების შედეგად, შესაძლოა, რუსეთის საჰაერო ძალების მთავარსარდლის ქალიშვილი დაშავდა
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ივლისში რუსეთის არმიის დანაკარგებმა მთელი ომის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)