|
2019-06-09 14:46:39, 1126 ნახვა
პოლიტიკა
თალაკვაძე: ოპოზიციის რიტორიკა ადასტურებს, რომ „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად იმარჯვებს
"ქართული ოცნების" ლიდერი არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ ოპოზიცია გარდაუვალი მარცხის გამო წინასწარ თავის გამართლებას აბსურდული ბრალდებებით ცდილობს. მისი თქმით, მთაწმინდის საარჩევნო ოლქში ხმის მიცემის პროცესი თავისუფლად, დემოკრატიულად და სამართლიანად მიმდინარეობს. “ჩვენი ოპონენტები და მათი წარმომადგენლები, წინასაარჩევნო პროცესში დაწყებულ კამპანიას აგრძელებენ და კვლავ ცდილობენ, აბსურდული ბრალდებებით შეულახონ იმიჯი და საარჩევნო პროცესის დისკრედიტაცია მოახდინონ. მათი რიტორიკა ადასტურებს, რომ “ქართული ოცნება“ დამაჯერებლად იმარჯვებს და ისინი გარდაუვალი მარცხისთვის თავის წინასწარ გამართლებას ამ გზით ცდილობენ“- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. მან მთაწმინდაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველს მაქსიმალური აქტიურობისაკენ მოუწოდა. “ჩვენი მიზანია, არა უბრალოდ სასურველ შედეგს მივაღწიოთ, არამედ დამაჯერებელი უპირატესობით გავიმარჯვოთ. მივმართავთ “ქართული ოცნების“ აქტივსაც, იმუშავეთ მშვიდად, გეგმაზომიერად და ოპონენტების შესაძლო აგრესიას, პროვოკაციებს კანონისმიერი მეთოდებით უპასუხეთ. ნებისმიერი სახის დარღვევის შემთხვევაში, შეადგინეთ შესაბამისი საჩივარი ან დააფიქსირეთ შენიშვნა ჩანაწერთა წიგნში. ნამდვილად არავის მისცეთ საშუალება დისონანსი შეიტანოს პროცესში, რომელიც დილიდან მშვიდ, დემოკრატიულ და თავისუფალ გარემოში მიმდინარეობს. დარწმუნებული ვარ, სწორ არჩევანს გავაკეთებთ და ღირსეულ, დამაჯრებელ გამარჯვებას კიდევ ერთხელ, ყველა ერთად ვიზეიმებთ“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
იტალიამ ხმელთაშუა ზღვაში პუტინის „ჩრდილოვანი ფლოტის“ კუთვნილ ტანკერზე ჯარები გადასხა
მოსკოვის რესტორანში მომხდარი აფეთქების შედეგად, შესაძლოა, რუსეთის საჰაერო ძალების მთავარსარდლის ქალიშვილი დაშავდა
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ივლისში რუსეთის არმიის დანაკარგებმა მთელი ომის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)