21:18 - 18 Aug, 2026
|
2019-06-09 08:40:57, 888 ნახვა
საზოგადოება
პოლიციამ თბილისში მომხდარი დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით, 1984 წელს დაბადებული ი.ქ. დააკავეს. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 8 ივნისს თბილისში, ნინოშვილის ქუჩაზე 1994 წელს დაბადებულ მ.ჩ.-ს ბასრი საგნით ჭრილობები მიაყენა. ძველი თბილისის სამმართველოს და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ი.ქ. შემთხვევის ადგილზევე დააკავეს. „დაჭრილი საავადმყოფოშია გადაყვანილი. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 118-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს“, - ნათქვამია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)