|
2019-06-07 18:36:05, 1044 ნახვა
საზოგადოება
ლადო კახაძემ საარჩევნო კამპანია ოქროყანაში შეაჯამა
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ლადო კახაძემ საარჩევნო კამპანია ოქროყანაში შეაჯამა. ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრის დროს მმართველი გუნდის კანდიდატმა მთაწმინდის თითოეულ მცხოვრებს მადლობა გადაუხადა აქტიური მხარდაჭერისათვის და ამომრჩევლებს კვირას, 9 ივნისის არჩევნებზე აქტიურობისკენ მოუწოდა. „ყველა შეხვედრა, რაც საარჩევნო კამპანიის დროს გავმართე, იყო უაღრესად ნაყოფიერი და საინტერესო. მე დეტალურად ვიცი ჩემი მთაწმინდელების საჭიროება და გამარჯვებისთანავე დავიწყებ მუშაობას, რომ არსებული საკითხები მოკლე დროში გადავჭრათ. უღრმესი მადლობა მინდა ვუთხრა თითოეულ მთაწმინდელს, თქვენი მხარდაჭერა მაძლიერებს და მარწმუნებს, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე. ძალიან ცოტა დარჩა საბოლოო გამარჯვებამდე“, - განაცხადა ლადო კახაძემ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)