21:41 - 02 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-07 16:10:29, 1462 ნახვა

პოლიტიკა
სამადაშვილი თურნავას: აქ გონებაჩლუნგი არავინ არაა - გაეცით პასუხი კითხვას, სულელური პრეზენტაციის მოსასმენად არ მოვსულვარ

დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომა, სადაც ეკონომიკის მინისტრს, ნათია თურნავას 4 საათის განმავლობაში უსმენენ, ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. 

"ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სალომე სამადაშვილმა თურნავას ფოთის პორტთან დაკავშირებით კითხვა დაუსვა. დეპუტატი დაინტერესდა, ხომ არ შეუქმნის პრობლემას ანაკლიის პორტის მშენებლობას ის ფაქტი, რომ ფოთში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა იგეგმებოდა. 

"ფოთის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის იდეა არ აფრთხობს ანაკლიის პორტის მშენებლობაში მონაწილე ინვესტორს?", - მიმართა სამადაშვილმა ნათია თურნავას. 

თავის მხრივ, მინისტრმა განმარტა, რომ ფოთის ღრმაწყლოვანი პორტის იდეა 90-იანი წლებიდან მოდის და ის ახალი არ არის. მისივე თქმით, ანაკლიის პორტის მშენებლობას პრობლემა არ შეექმნება, რადგან მას სახელმწფოს მხარდაჭერა აქვს.  

„ანაკლიის პროცესს ვერაფერი დააზიანებს იმიტომ რომ ანაკლიას უდგას გვერდით სახელმწიფო. თუნდაც ის დოკუმენტი, რომელიც არ იყო და არ წარმოადგენს სამშენებლო ნებართვას, იყო გადახედილი და გაუქმებული ჩემს მიერ, მართალია ტექნიკური ხარვეზის გამო, მაგრამ მყისიერად“, - განაცხადა ნათია თურნავამ. 

სალომე სამადაშვილმა მას სიტყვა რამდენჯერმე გააწყვეტინა და აღნიშნა, რომ კონკრეტული პასუხი სჭირდება.

"აქ გონებაჩლუნგი არავინ არ არის, არ გვჭირდება მეორეჯერ მოსმენა, რაც უკვე თქვით. ჩემს შეკითხვას გაეცით პასუხი - კი ან არა. მე აქ სულელური პრეზენტაციის მოსასმენად არ მოვსულვარ", - მიმართა დეპუტატმა მინისტრს. 

 

 

 

 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
იტალიამ ხმელთაშუა ზღვაში პუტინის „ჩრდილოვანი ფლოტის“ კუთვნილ ტანკერზე ჯარები გადასხა
მოსკოვის რესტორანში მომხდარი აფეთქების შედეგად, შესაძლოა, რუსეთის საჰაერო ძალების მთავარსარდლის ქალიშვილი დაშავდა
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ივლისში რუსეთის არმიის დანაკარგებმა მთელი ომის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics