|
2019-06-07 14:25:45, 1107 ნახვა
პოლიტიკა
გოცირიძე: „ჯორჯიან მანგანეზის“ დროებითი მმართველი თაღლითი და ხელისუფლების ზონდერია
თქვენ, როგორც შუამავალი რგოლის მოთამაშეს, ვისთან იყავით შუამავალი შრომით კოლექტივსა და სახელწიფოს მიერ დანიშნულ მმართველ შორის თუ გქონდათ რაიმე კომუნიკაცია მესაკუთრეებთან მიმართებით?! - ამ შეკითხვით ენმ-ს წევრმა, რომან გოცირიძემ ეკონომიკის მინისტ, ნათია თურნავას დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე მიმართა. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, „ჯორჯიან მანგანეზის“ დროებითი მმართველი ნიკოლოზ ჩიქოვანი თაღლითია და არსებული პრობლემები ჭიათურაში არ გადაჭრილა. „ქალბატონო ნათია, თქვენ აქ არაერთხელ ახსენეთ დამსაქმებელი, რომელიც არის ამ კომპანიის მეპატრონე და მთავრობამ გააგდო. ორი წელიწადია ჩამოართვით ქონება, დაინიშნა სახელმწიფო მმართველი და დღეს ჭიათურას, პირადაპირ შეიძლება ითქვას, რომ მმართავენ თაღლითები და მთავრობის მიერ დასმული პირები, რომელიც ორი წელიწადია თქვეფენ, ასე ვთქვათ ნაღებს იღებენ იქიდან, ორი წლის განმავლობაში, ის პრობლემები, რომელიც იყო დაგროვილი და რის გამოც შევიდა დროებითი დროებითი მმართველობა, არ გადაჭრილა. სად იყო დროებითი მმართველი 2 წლის განმავლობაში?! 300 მილიონიანი ჯარიმა დააკისრეს კომპანიას, რომელიც უფრო მეტია, ვიდრე მისი აქტივების მთლიანი ღირებულება. ეს კი ეკოლოგიური პრობლემებიდან გამომდინარე. გამოყენეთ მეთოდი, გაწიეთ განზე მესაკუთრეები და დასვით საეჭვო პირები, ის ადამიანები, რომელიც „რუსთავი 2“-ის გაკოტრების ინიციატორები იყვნენ და დღეს, დროებითი მმართველი ვინმე ჩიქოვანი „რუსთავი 2“-საც ებრძოდა, ეს არის ხელისუფლების ზონდერი, დანიშნული ჭიათურაში. ახლა კი მთავარი შეკითხვა, თქვენ, როგორც შუამავალი რგოლის მოთამაშეს, ვისთან იყავით შუამავალი შრომით კოლექტივსა და სახელწიფოს მიერ დანიშნულ მმართველ შორის თუ გქონდათ რაიმე კომუნიკაცია მესაკუთრეებთან მიმართებით?!“ - მიმართა გოცირიძემ თურნავას.
იტალიამ ხმელთაშუა ზღვაში პუტინის „ჩრდილოვანი ფლოტის“ კუთვნილ ტანკერზე ჯარები გადასხა
მოსკოვის რესტორანში მომხდარი აფეთქების შედეგად, შესაძლოა, რუსეთის საჰაერო ძალების მთავარსარდლის ქალიშვილი დაშავდა
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ივლისში რუსეთის არმიის დანაკარგებმა მთელი ომის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)