21:41 - 02 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-07 13:47:06, 1325 ნახვა

პოლიტიკა
ნადირაშვილი: მუნიციპალიტეტებში კალაძის ცოლის ნათესავები არიან დასაქამებულები - მწვავე ნეპოტიზმის პრობლემა დგას

 „ყველა მუნიციპალიტეტში ნეპოტიზმის პრობლემა დგას, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს" წევრებმა ირმა ნადირაშვილმა განაცხადა.

„ევროპული საქართველო“ პარლამენტში სპეციალური ჯგუფის შექმნას ითხოვს, რომელიც მუნიციპალიტებებში არსებულ პრობლემებზე იმუშავებს.

„ყველა რაიონში ნეპოტიზმის და კორუფციის პრობლემა დგას ძალიან მწვავედ. მაგალითად იგივე რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, თავის ბიძაშვილს ზურა ტაბაღუას ნიშნავს, ყველაზე უფრო დიდ ბიუჯეტიან სამსახურში, ეს არის ინფრასტრუქტურის და ტრანსპორტის სამსახური. მძიმე  ფაქტებია ასევე აღმოჩენილი და შესწავლილი ქუთაისში სადაც ქუთაისის გუბერნატორის მოადგილეებს საკუთარი ნათესავები დასაქმებული ჰყავთ სხვადასხვა აიპპ-ებსა და სსიპ-ებში. თბილისშიც ამ მხრივ არის ძალიან მძიმე სიტუაცია. მაგალითად საბურთალოს რაიონის გამგებლის მოადგილე ლუკა კანკავამ  საკუთარ გამგეობაში სამსახური მისცა კახი კალაძის მეუღლის დეიდაშვილს. მუნიციპალიტეტის თავმჯდომარედ კახა კალაძის მეუღლის ბიძა დანიშნა“, - განაცხადა  ირმა ნადირაშვილმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
იტალიამ ხმელთაშუა ზღვაში პუტინის „ჩრდილოვანი ფლოტის“ კუთვნილ ტანკერზე ჯარები გადასხა
მოსკოვის რესტორანში მომხდარი აფეთქების შედეგად, შესაძლოა, რუსეთის საჰაერო ძალების მთავარსარდლის ქალიშვილი დაშავდა
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ივლისში რუსეთის არმიის დანაკარგებმა მთელი ომის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics