|
2015-07-01 12:30:59, 564 ნახვა
საზოგადოება
ყაზბეგის სოფლების მოსახლეობისთვის, „სოციალური პროექტები თემის სოფლებს შორის“ ფარგლებში, კონკურსი ჩატარდა
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი დაბა სტეფანწმინდას სტუმრობდა, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას ყაზბეგის ეროვნული პარკის მიმდებარე სოფლების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, კონკურსი - „სოციალური პროექტები თემის სოფლებს შორის“ გაიმართა. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაცული ტერიტორიების მხარდაჭერის პროგრამა “კავკასიაში -საქართველო” 5 წლიან პროგრამას (2014-2019) წარმოადგენს, რომელიც გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის KFW-ს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. პროგრამა მოიცავს ყაზბეგის, კინტრიშის, ალგეთისა და ფშავ-ხევსურეთის დაცულ ტერიტორიებს, რომლის მიზანია შერჩეული დაცული ტერიტორიების მართვის ეფექტურობის გაზრდა და მიმდებარედ მცხოვრები თემების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება. პროგრამას გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო ახორციელებს. უწყების ცნობით, ყაზბეგის ეროვნული პარკის მიმდებარე სოფლების მოსახლეობისთვის სხვადასხვა სახის კონკურსები ჩატარდა. პროგრამის ეფექტური მართვისთვის შექმნილი რეგიონული მრჩეველთა საბჭოს მიერ შეირჩა შემდეგი თემატიკის კონკურსები. კონკურსის მონაწილეებმა საპროექტო წინადადებები წერილობითი ფორმით წარადგინეს, სადაც აღწერილი იყო სოფლის/თემის პრობლემა, პროექტის მიზანი, საქმიანობები პრობლემის გადაწყვეტისთვის და პროექტის ღირებულება. გამარჯვებულები ყაზბეგის მრჩეველთა საბჭომ და მოსახლეობის მიერ შერჩეულმა ჟიურიმ გამოავლინა. წარმოდგენილი პროექტებიდან 4 საუკეთესოს ფულადი პრიზები გიგლა აგულაშვილმა გადასცა. პირველი ადგილის მფლობელს პროექტის განხორციელებისთვის 15 000 ლარი გადაეცა, მეორე ადგილზე გასული - 10 000 ლარით დაჯილდოვა. ფულადი ჯილდოები გადაეცათ ასევე მესამე და მეოთხე ადგილის მფლობელებს. მათ შესაბამისად 8 500 და 7500 ლარი გადაეცათ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)