|
2019-06-06 22:53:25, 1162 ნახვა
პოლიტიკა
ლადო კახაძე - მოქალაქეებს სტაბილურობის განცდა აქვთ, აღარ ისმის სიტყვები - დახოცეთ, ტყვიები არ დაიშუროთ, თორმეტი წლის ბავშვი ციხეში
დარწმუნებული ვარ, არჩევნებზე ადამიანები გაათმაგებული რაოდენობით მოვლენ და 9 ივნისს საზოგადოებისთვის სასურველი შედეგი დადგება, – ამის შესახებ მთაწმინდის საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატმა, ლადო კახაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „საარჩევნო დებატები“ სტუმრობისას განაცხადა. როგორც კახაძემ აღნიშნა, ყოველ ახალ შეხვედრაზე ადამიანთა გაათმაგებული რაოდენობა გამოდის. „მოქალაქეებმა თავად გააკეთეს არჩევანი და თავად თქვეს, რომ ჩვენმა პასიურობამ დაღი დაასვა ამ ყველაფერსო. ყველამ ვიცით, რომ ეს შუალედური არჩევნებია, ვადა წელიწადი და რამდენიმე თვეა და ალბათ, პასიურობაც ამან გამოიწვია. პასიურობა გარკვეულწილად, გამოიწვია ასევე მომქანცველმარეჟიმმა, პოლიტიკურ ველზე დებატების ნაკლებობამ, უხიაგმა მოქცევამ და ა.შ, რამაც ბევრ ადამიანს ნიჰილისტური განწყობა გაუჩინა, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ მინდა, აქცენტი გავაკეთო იმაზე, რასაც სხვები აკეთებენ, როცა აპოკალიფსს ხატავენ, თითქოს, ისპობა და ინგრევა ყველაფერი. ასე რომ იყოს, მთაწმინდაზე 43 905 ამომრჩეველია და ყველა გამოვიდოდა პროტესტის ნიშნად; არიქა, ვინგრევით და ყველაფერი უნდა შევცვალოთო“, – განაცხადა კახაძემ. ამ განცხადებით ლადო კახაძემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რას აკეთებდა ის არჩევნების პირველი ტურიდან მეორე ტურამდე და რას ეტყვის ამომრჩეველს, რომ ისინი მეორე ტურით და მისით, როგორც კანდიდატით დაინტერესდნენ. მისი თქმით, მოქალაქეებს სტაბილურობის განცდა აქვთ და ისინი მიხვდნენ, რომ სტატუსკვო შესაძლოა, რაღაც გარემოებათა გამო დამაკმაყოფილებელი იყოს „იმიტომ, რომ ამ პერიოდის განმავლობაში არ ისმის სიტყვები – დახოცეთ, ტყვიები არ დაიშუროთ, თორმეტი წლის ბავშვი ციხეში და ა.შ; არ ესმით ღამ-ღამობით ქონებების ნოტარიული გადაფორმების, წართმევისა და დაყაჩაღების შესახებ; არ ესმით ეს პოლიტიკური ვაკხანალია და ა.შ“, – განაცხადა ლადო კახაძემ. NS
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ივლისში რუსეთის არმიის დანაკარგებმა მთელი ომის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
საქართველოში დაიწყო სამუშაოები ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე, რომელიც შუა დერეფნის კვანძია
კობახიძე – ოპოზიცია მთლიანად მოშლილია, ჯერ ქართველ ხალხს არ მოსწონდა ეს ოპოზიცია, ახლა უკვე ერთმანეთი აღარ მოსწონთ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)