|
2019-06-06 16:04:19, 1128 ნახვა
საზოგადოება
ვენაში „ეუთოს უსაფრთხოების დღეები“ გაიმართა
ქალაქ ვენაში, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (OSCE) ეგიდით, „ეუთოს უსაფრთხოების დღეები“ გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა მიიღო. ღონისძიების ძირითად მიზანს წარმოადგენდა უსაფრთხოებას და გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებს შორის ურთიერთკავშირის ანალიზი. კერძოდ, ყურადღება გამახვილდა კლიმატის ცვლილებასა და უსაფრთხოებას, ასევე, კონფლიქტების პრევენციასა და უსაფრთხოებას შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთკავშირზე. ღონისძიების ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე, მინისტრის მოადგილემ ისაუბრა კლიმატის ცვლილების შესახებ მდგრადი განვითარების მე-13 მიზნის განხორცილების მიმართულებით ქვეყანაში არსებულ პროგრესსა და გამოწვევებზე, კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ კატასტროფებსა და მათი რისკის შემცირების ღონისძიებებზე, კლიმატის ცვლილების შესახებ პარიზის შეთანხმებისა და კატასტროფების რისკის შემცირების შესახებ სენდაის ჩარჩოს განხორციელების მიმართულებით საქართველოს პრაქტიკასა და მიღწეულ პროგრესზე. ნინო თანდილაშვილმა ხაზი გაუსვა მდგრადი გარემოსდაცვითი მმართველობის ხელშეწყობის მიზნით გარემოსა და უსაფრთხოების საკითხების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობის მნიშვნელობას, ასევე, ყურადღება გაამახვილა ეუთოს გარემო და უსაფრთხოების ინიციატივასა (EnvSec Initiative) და საქართველოს შორის გარემოს დაცვის მიმართულებით უკვე არსებულ წარმატებულ თანამშრომლობაზე და სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტებზე.
(NS)
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)