|
2015-07-01 10:14:40, 618 ნახვა
საზოგადოება
გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე გერმანიის გარემოსდაცვითი სააგენტოს პრეზიდენტს შეხვდა
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მურღულია გერმანიის ფედერალური გარემოსდაცვითი სააგენტოს პრეზიდენტს მარია კრაუცბერგერს შეხვდა. გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოსა და გერმანიას შორის მიმდინარე გარემოსდაცვითი პროექტები შეაფასეს და საქართველოში მწვანე ეკონომიკის განვითარებასა და გარემოსდაცვით განათლებაზე იმსჯელეს. გერმანიის მხარე აქტიურად თანამშრომლობს საქართველოსთან, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების, ტყის მდგრადი მართვისა და კლიმატის ცვლილებების საკითებში. გერმანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო 6 პროექტს ახორციელებს - ბიომრავალფეროვნების მდგრადი მართვა სამხრეთ კავკასიაში; ეროზიის ინტეგრირებული კონტროლის ღონისძიებები სამხრეთ კავკასიაში; კავკასიაში დაცული ტერიტორიების ხელშწყობის პროგრამა; - საქართველო (ეკორეგიონული კონსერვაციის პროგრამა; „აღმოსავლეთ ევროპაში დაცული ტერიტორიების ეფექტური მართვის გაუმჯობესება, შესაძლებლობათა გაძლირების გეგმების შემუშავების გზით“; გარემოზე ზემოქმედების შეფასება ჰიდროელექტროსადგურებიდან გამოწვეული კუმულაციური ზემოქმედების კუთხით; დაბალემისიანი შენობები საქართველოში. შეხვედრაში ასევე გერმანიის საელჩოსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
NYT: ტრამპი აპირებს, თურქეთისთვის ამერიკული F-35 გამანადგურებლების მიყიდვის ნებართვა მისცეს
პოლონეთმა განაცხადა, რომ 2022 წლიდან დღემდე უკრაინას 4.5 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღი გადასცა
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის შედეგს „ცა“ განსაზღვრავს და პუტინს მოსკოვში ათასი დრონის გაგზავნით დაემუქრა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)