|
2019-06-04 11:18:46, 996 ნახვა
პოლიტიკა
ხოშტარია: „ოცნების“ წარმომადგენლები შავგულიძის ამომრჩევლებს აიძულებენ, სახლებზე დაკიდებული ბანერები ჩამოხსნან
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ცდილობენ, აიძულონ შალვა შავგულიძის ამომრჩევლები, საკუთარ სახლებზე დაკიდებული მხარდამჭერი ბანერები ჩამოხსნან, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს და თავისუფალი დემოკრატების“ ბლოკის წევრმა, ელენე ხოშტარიამ ბრიფინგზე განაცხადა. მან მთაწმინდაზე საარჩევნო კლიმატი შეაფასეს და ამომრჩევლებზე ზეწოლის ფაქტები გაახმოვანა. „თბილისის მერიამ მთაწმინდაზე, 4 ლოკაციაზე მოხსნა შალვა შავგულიძის ბანერი. 27 მაისს შალვა შავგულიძის შტაბმა ოფიციალურად მიმართა მერიას, რათა მოეცათ ნებართვა აღნიშნულ ლოკაციებზე ბანერების განთავსების მოთხოვნით. 28 მაისს მერიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საკითხი უნდა განიხილონ საბჭოზე და არჩევნებამდე 5 დღით ადრე, 3 მაისს გასცა ბანერების დაკიდებაზე. იმის გათვალისწინებით, რომ მაგალითად ირმა ინაშვილის ანალოგიური ბანერები ქალაქის ცენტრში გამოკრული იყო თვეების განმავლობაში ყოველგვარი ნებართვის გარეშე და მერიას მხოლოდ ახლა გაახსენდა, რომ გადაწყვეტილება საბჭოებზე განხილვის შემდეგ უნდა მიიღონ, ჩვენთვის დროის გაწელვა კამპანიის წარმოებაში ხელის შეშლას წარმოადგენს. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ზეწოლისა და მუქარის გამოყენებით ცდილობენ, აიძულონ შალვა შავგულიძის ამომრჩევლები, ჩამოხსნან საკუთარ სახლებზე დაკიდებული მხარდამჭერი ბანერები. 30 მაისს, ახვლედიანის ქუჩაზე შალვა შავგულიძის ამომრჩეველმა საკუთარი სახლის აივანზე გადმოფინა შალვა შავგულიძის მხარდამჭერი ბანერი, რომელის ჩამოხევასაც ცდილობდა ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს ყოფილი წევრი, შემდეგ საზოგადოება 2030-ის წარმომადგენელი ალი ბაბაევი, პირადად ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირი. ალი ბაბაევმა თავი დაგვამახსოვრა მარნეულის ყოფილი მერის, თემურ აბაზოვის დაცვით, რომელმაც ადამიანს შარდი წაუსვა სახეზე და აფგან მუხთარლის გატაცების საქმეზე გაკეთებული კომენტარით - „აფგან მუხთარლისნაირი „მუხთარლები" საქართველოში მრავლად არიან“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ივლისში რუსეთის არმიის დანაკარგებმა მთელი ომის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
საქართველოში დაიწყო სამუშაოები ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე, რომელიც შუა დერეფნის კვანძია
კობახიძე – ოპოზიცია მთლიანად მოშლილია, ჯერ ქართველ ხალხს არ მოსწონდა ეს ოპოზიცია, ახლა უკვე ერთმანეთი აღარ მოსწონთ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)