|
2019-06-03 16:35:45, 831 ნახვა
რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 2 899 600 ლარით გაიზრდება
აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2019 წელის ბიუჯეტი 2 899 600 ლარით გაიზრდება. დაგეგმილი ცვლილების შესახებ აჭარის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, მინისტრმა - ზაალ მიქელაძემ ისაუბრა. ცვლილების თანახმად: „ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულ პაციენტთა დამატებითი სამედიცინო მომსახურების” პროგრამის ბიუჯეტი გაიზრდება 450 000 ლარით. 2019 წლის 1 მაისის მდგომარეობით პროგრამის ფარგლებში უკვე გაცემულია 1746 ვაუჩერი. „მოსახლეობის ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების“ პროგრამა გაიზრდება 1 465 680 ლარით და ძირიადად მოხმარდება ღვიძლისა და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის, ასევე გაფანტული სკლეროზის ძვირადღირებული სამედიცინო მომსახურების დაფინანსებას. 450 000 ლარით იზრდება „გულის ქირურგიის დამატებითი სამედიცინო მომსახურების“ პროგრამა. 1 მაისის მდგომარეობით გაცემულია 573 ვაუჩერი. ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით 2019 წლიდან დაგეგმილია „ბავშვებში ტყვიის ტოქსიური ზემოქმედების მართვის ხელშეწყობის“ საპილოტე პროგრამის ამოქმედება, რომლის ბიუჯეტი განისაზღვრება 99 000 ლარით. 35,800 ლარით გაიზრდება „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და ხანდაზმულ პირთა გადაადგილების საშუალებებით უზრუნველყოფის“ პროგრამა. დაგეგმილია დამატებით 10 ელექტრო სავარძელ-ეტლის შეძენა. 8 400 ლარი დაემატება „სმენადაქვეითებულ მოქალაქეთა სმენის აპარატებით უზრუნველყოფის პროგრამას“. 2019 წლიდან პროგრამის ფარგლებში შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე მძიმე ხარისხის სმენადაქვეითებული ბავშვებისათვის (18 წლის ასაკამდე) გაიცემა ახალი ტიპის სმენის აპარატები. პროგრამით გათვალისწინებული იყო 20 აპარატის შეძენა. უკვე დაფინანსებულია 18 აპარატი. გაზრდილი თანხა მოხმარდება დამატებით 6 აპარატის შეძენას. „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და ხანდაზმულთა სხვა დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფის“ პროგრამას დაემატება 232 200 ლარი. 74,560 ლარით გაიზრდება „ბავშვთა ფსიქოსომატური აბილიტაცია/რეაბილიტაციის“ პროგრამა. ამჟამად პროგრამის ფარგლებში მომსახურება მიეწოდება 700 ბენეფიციარს. დამატებით მომსახურებას მიიღებს 80 ბენეფიციარი. „ბავშვთა ადრეული განვითარების“ პროგრამის გაზრდილი ბიუჯეტით ისარგებლებს 40 ბენეფიციარი. ამჟამად მომსახურება მიეწოდება 250 ბენეფიციარს. ბიუჯეტი გაიზრდება 40 320 ლარით.
(NS)
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)