|
2019-06-03 15:49:24, 1237 ნახვა
საზოგადოება
მაშველებმა მდინარე მტკვრიდან 35 წლის მამაკაცი ამოიყვანეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ - „112"-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ თბილისში, მშვიდობის ხიდის მიმდებარედ, მდინარე მტკვარში ადამიანი იმყოფებოდა და გამოსვლას ვერ ახერხებდა. უწყების ცნობით, შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე დაუყოვნებლივ გამოცხადდა შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წყალზე მაშველთა ჯგუფი. „წარმატებული სამაშველო ოპერაციის შედეგად, მაშველებმა 35 წლის მამაკაცი წყლიდან უვნებლად ამოიყვანეს. ოპერაციაში ჩართული იყო წყალზე სამაშველო ტექნიკაც. მამაკაცი თავს კარგად გრძნობს. მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება. ადგილზე, ასევე, მობილიზებულები იყვნენ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები“, - ნათქვამია განცხადებაში.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)