|
2019-06-01 10:34:31, 999 ნახვა
საზოგადოება
მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე შვედურ-ქართული ამხანაგური მატჩი გაიმართა
„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლისთავთან დაკავშირებით და შვედურ-ქართული მეგობრობის აღსანიშნავად, თბილისის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დღეს საფეხბურთო ამხანაგური მატჩი გაიმართა, რომელსაც თბილისის მერი კახა კალაძე ესწრებოდა. შვედეთის საფეხბურთო გუნდის წევრები შვედი დიპლომატები იყვნენ, რომლებიც საქართველოში სპეციალურად ამ მიზნით ჩამოვიდნენ. საქართველოს გუნდი კი ცნობილი ქართველი ფეხბურთელებით იყო დაკომპლექტებული, რომლის კაპიტანი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი იყო. მატჩის დასრულების შემდეგ თბილისის მერმა კახა კალაძემ მსგავსი შეხვედრების გამართვის მნიშვნელობაზე ისაუბრა. „დღეს ერთი კარგი ამხანაგური შეხვედრა შედგა. აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში 10 წლის იუბილეს აღვნიშნავთ. სწორედ, შვედეთი და პოლონეთი იყო ამ პარტნიორობის ინიციატორი. ჩვენ ამ ფორმატში ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ. მიხარია, რომ შვედი დიპლომატების საფეხბურთო გუნდია ჩამოსული. ეს ამხანაგური მატჩი საქართველოში შვედეთის სამეფოს საელჩოსა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიცირებითა და დედაქალაქის მერიის და ფეხბურთის ფედერაციის ჩართულობით გაიმართა“, - განაცხადა კახა კალაძემ.
(NS)
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)