|
2019-05-31 10:48:25, 750 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს OIV-ის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტების ჯგუფი ეწვია
საქართველოს ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) სამაგისტრო პროგრამის სტუდენტების ჯგუფი ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, OIV-ის ღვინის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები ქართული ღვინის კულტურასა და თანამედროვე მეღვინეობას საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ეცნობიან. OIV-ის ღვინის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტების ვიზიტი საქართველოში მნიშვნელოვანია ქართული ღვინისა და ღვინის კულტურის პოპულარიზაციისა და ცნობადობის გაზრდის კუთხით საერთაშორისო მასშტაბით, რადგან ჯგუფის წევრები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანას წარმოადგენენ. OIV-ის მაგისტრანტები უკვე მეოთხედ ეწვივნენ საქართველოს. OIV-მა სასწავლო პროგრამის ერთ-ერთ სავიზიტო ქვეყნად საქართველო 2016 წლიდან ჩართო. სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები მეღვინეობის დარგს სხვადასხვა ქვეყანაში ეცნობიან. ვიზიტის ფარგლებში OIV-ის სტუდენტები ღვინის ეროვნულ სააგენტოს ეწვივნენ, სადაც სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი ჩოლობარგიამ სტუმრებს სააგენტოს მუზეუმი და ენოთეკა გააცნო, უპასუხა მათ შეკითხვებს.
(NS)
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)