|
2015-06-30 16:33:47, 770 ნახვა
პოლიტიკა
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი თანახმაა, რომ მარიხუანის მოხმარების გამო პატიმრობა არ იყოს გამოყენებული
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა მარიხუანის დეკრიმინალიზაციის შესახებ კანონპროექტს ნაწილობრივ დაუჭირა მხარი. კომიტეტმა გოგა ხაჩიძის მიერ წარმოდგენილ კანონპროექტებს, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსა“ და „სისხლის სამართლის კოდექსში“ შესატან ცვლილებებს ორ ნაწილად უყარა კენჭი. დეპუტატებმა ხაჩიძის მიერ შეთავაზებულ იმ ადმინისტრაციულ ცვლილებებს დაუჭირეს მხარი, რომლის თანახმადაც მარიხუანის მოხმარების გამო, ადმინისტრაციული ჯარიმა 500 ლარიდან 100 ლარამდე შემცირდება.განმეორების შემთხვევაში კი, 100 ლარიანი ჯარიმა 300 ლარამდე გაიზრდება. რაც შეეხება „სისხლის სამართლის შესახებ კოდექსში“ შესატან ცვლილებებს, კომიტეტმა საკუთარ ალტერნატიულ ვარიანტს დაუჭირა მხარი, რომლის თანახმადაც მარიხუანის მოხმარების გამო, პირს პატიმრობა აღარ შეეხება, თუმცა, მას პასუხისმგებლობა ჯარიმისა და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახით დაეკისრება.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)