|
2019-05-30 12:00:51, 548 ნახვა
რეგიონი
„საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი შიდა ქართლში ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო
შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი ოთარ შამუგია შიდა ქართლში - ქარელის, გორისა და კასპის მუნიციპალიტეტებში მიმდინარე სამელიორაციო ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო. სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს ტაშისკარის სარწყავი სისტემის ერთ-ერთ მონაკვეთზე, რომლის აღდგენა წყლის მიწოდებას ქარელის მუნიციპალიტეტის 400 ჰექტრამდე მიწის ფართობზე უზრუნველყოფს. სამუშაოების შედეგად, არხის საძირკველი და კედლები მონოლითური რკინა- ბეტონით მოპირკეთდება. გორის მუნიციპალიტეტში რეაბილიტაცია უტარდება მეღვრეკისისა და არბო-დიცის სატუმბ სადგურებს. რეკონსტრუქცია-მოდერნიზაციის კუთხით მიმართული პროექტები შემდეგ სამუშაოებს ითვალისწინებს: გარემონტდება ელექტრომომარაგების შენობები და განახლდება სადგურის ელექტრო სისტემა; დამონტაჟდება ტუმბო-აგრეგატები. სატუმბი სადგურის ტერიტორიაზე მოეწყობა პოლიეთილენის წყალსადენი მილები. აღნიშნული სამუშაოების შედეგად, გორის მუნიციპალიტეტის 840 ჰექტარ მიწის ფართობზე გაუმჯობესდება სარწყავი წყლის მიწოდება. ოთარ შამუგიამ კასპში ხვითის მექანიკური მორწყვის სისტემაზე მიმდინარე სამუშაოებიც დაათვალიერა. პროექტი სარწყავ სისტემაზე სხვადასხვა ტიპის სამუშაოების განხორციელებას ითვალისწინებს: ნატანისა და ხე-ბუჩქნარისგან იწმინდება ზედა მაგისტრალური არხის 6,500 მეტრიანი მონაკვეთი; ამორტიზებული ჰიდროტექნიკური ნაგებობები და მოწყობილობები იცვლება ახალი ინფრანსტრუქტურით, მაგისტრალური არხიდან გამომავალი წყლის დახურული გამანაწილებლები გამოიცვლება და მოეწყობა წყალგამანაწილებელი ჭები. აღნიშნული სამუშაოები კასპის მუნიციპალიტეტის 230 ჰექტარი სამეურნეო მიწის მორწყვას უზრუნველყოფს. სარეაბილიტაციო სამუშაოები ითვალისწინებს, ასევე, ხვითის სატუმბი სადგურის რემონტს, დამხმარება შენობა-ნაგებობების აღდგება-მოწყობას და სატუმბი სადგურის ტერიტორიის შემოღობვას.
(NS)
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)