|
2019-05-29 12:44:13, 798 ნახვა
საზოგადოება
რადიოქალაქის პროექტის განხორციელების მიზნით თბილისის მერია აუქციონს აცხადებს
მუხიანში, რადიოქარხნის ტერიტორიაზე სარეკრეაციო-ახალგაზრდული სივრცის მოსაწყობად აუქციონი დღეს გამოცხადდება. ამის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომაზე დღეს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. კახა კალაძის განცხადებით, კონცეფციის შესამუშვებლად მერიას დაქირავებული ჰყავდა კომპანია „კოლიერსი“, რომელთან ერთადაც შემუშავდა კონცეფცია და პროექტი. „პროექტის განსახორციელებლად ინვესტიციის მოცულობა 20 მლნ ლარზე მეტი იქნება. ჩვენ ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებთან არაერთი შეხვედრა გვქონდა, რომელთაც ამ პროექტთან დაკავშირებით ჩვენი ხედვა წარვუდგინეთ. დარწმუნებული ვართ, მათი მხრიდან ინტერესი ძალიან დიდი იქნება და ერთ-ერთი საუკეთესო პროექტი განხორციელდება“, - განაცხადა კახა კალაძემ. როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, პროექტის განხორციელებას დაახლოებით 4 წელი დასჭირდა.
(NS)
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)