|
2019-05-28 19:13:08, 984 ნახვა
საზოგადოება
შსს - უხვი ნალექის გამო გიორგი მინდელის ხიდსა და შეშელიძის ქუჩაზე მოძრაობა დროებით შეზღუდულია
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის და საგანგებო სიტუაციების სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები თბილისში მოსული უხვი ნალექის და გზებზე შექმნილი შეფერხებების გამო გაძლიერებული რეჟიმით მუშაობენ. უწყების ცნობით, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე მოძრაობა დროებით შეზღუდულია გიორგი მინდელის სახელობის ხიდზე და შეშელიძის ქუჩაზე. „ადგილზე ტრანსპორტის მოძრაობას საპატრულო პოლიციის თანამშრომლები არეგულირებენ. მოქალაქეებს მოვუწოდებთ, დაიცვან საპატრულო პოლიციის თანამშრომელთა მითითებები და საგზაო მოძრაობის წესები. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში, 112-დან მიღებულია შეტყობინებები დედაქალაქში შენობების სარდაფების, მიწისქვეშა გადასასვლელების და მეტროსადგურების ჩასასვლელების დატბორვის შესახებ. მეხანძრე-მაშველებმა 80-მდე ასეთ შეტყობინებაზე უკვე მოახდინეს რეაგირება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს დატბორილი ადგილებიდან წყლის ამოტუმბვის სამუშაოები. ამ დროისთვის, საპატრულო პოლიციასა და სახანძრო-სამაშველო სამსახურში, დაშავებული მოქალაქეების შესახებ ინფორმაცია არ დაფიქსირებულა“, - ნათქვამია განცხადებაში.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)