16:56 - 02 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-27 13:00:12, 845 ნახვა

პოლიტიკა
კახაძე: მოვუწოდებ შავგულიძეს დათანხმდეს დებატებს, რათა მთაწმინდელებს ჩვენი ხედვები გავაცნოთ

 „მოვუწოდებ შავგულიძეს დათანხმდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის შემოთავაზებას, რათა მივცეთ მთაწმინდელებს შესაძლებლობა გაეცნონ ჩვენს ხედვებს“, - ამის შესახებ  „ქართული ოცნების“ მაჟორიტარმა კანდიდატმა, ლადო კახაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ დაგეგმილ დებატებში მონაწილეობასთან დაკავშირებით განაცხადა.

 როგორც მან აღნიშნა, მზად არის რთული შეკითხვებისთვის.

„ჩემთვის, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქისათვის, მითუმეტეს, როგორც მმართველი გუნდის კანდიდატისთვის მთაწმინდაზე, ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს, რომ მოსახლეობას მაქსიმალურად ინფორმირებული არჩევანის გაკეთების საშუალება ჰქონდეს.

არაერთხელ აღმინიშნავს, რომ ჩემი კარი ღიაა ყველა მთაწმინდელისათვის და მიმაჩნია, რომ როდესაც მზად ხარ პასუხისმგებლობა აიღო და ასეთ უბანს, ასეთ ადამიანების წარმოადგენდე პარლამენტში, მაქსიმალური ინფორმაცია უნდა მიაწოდო მათ, რათა ყოველი ამომრჩეველი დარწმუნებული და იყოს საკუთარ არჩევანში, საკუთარ სიმართლეში.

ამიტომ, რა თქმა უნდა, ვთანხმდები საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის შემოთავაზებას! ეს კიდევ ერთი საშუალებაა, ჩემს მთაწმინდელებს, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს და იმ ადამიანებს, ვისაც ჯერაც ვერ გადაუწყვეტიათ, ვის დაუჭირონ მხარი, ვესაუბრო ჩვენს გეგმებსა და იმ პროექტებზე, რომელთა განხორციელებასაც მეორე ტურში გამარჯვებიდან პირველივე დღეს შევუდგები ჩემი უბნისა და თანამოქალაქეების საკეთილდღეოდ! მე მზად ვარ რთული კითხვებისთვის, მზად ვარ ოპონირებისთვის და მზად ვარ მთაწმინდელებთან ერთად გამარჯვებისთვის! მოვუწოდებ ჩემს კონკურენტს დათანხმდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის შემოთავაზებას, რათა მივცეთ მთაწმინდელებს შესაძლებლობა გაეცნონ ჩვენს ხედვებს და თავად გადაწყვიტონ სად და ვისკენ არის სიმართლე, სად და ვისთან ერთად ხედავენ უკეთეს მომავალს“, - აღნიშნა ლადო კახაძემ.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სახელმწიფო ელექტროსისტემის დირექტორი ვანო ზარდიაშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლეს
კობახიძე: არ გვაინტერესებს რას იტყვის დიფ სთეითის კიდევ ერთი აგენტი, ბატონი ჯო უილსონი
მოსამართლე კაპანაძემ თორნიკე თოშხუა 5-დღიან პატიმრობაში გაუშვა
დუნაის დაბლა დაწევამ უნგრეთში, ბოლო 44 წლის განმავლობაში პირველად, ატომური ელექტროსადგურის სრული გაჩერება გამოიწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics