|
2019-05-26 15:24:14, 1057 ნახვა
პოლიტიკა
რუსული დროშის გამო აჭარის განათლების მინისტრი თანამდებობიდან გადააყენეს
აჭარის განათლების მინისტრი ინგა შამილიშვილი თანამდებობას დატოვებს - – ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა. „პირველ რიგში, მინდა მივულოცო ყველას დღევანდელი დღე. ჩვენი წინაპრები იბრძოდნენ ამ დღისთვის, თუმცა თავისუფლებისთვის ბრძოლას დღეს ისევ ვაგრძელებთ. რაც შეეხება დღევანდელ მსვლელობას, პასუხისმგებლობის ნაწილი ეკისრება აჭარის განათლების სამინისტროს, ამიტომ მინისტრი ინგა შამილიშვილი თანამდებობიდან გადაყენებულია“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. მისი განმარტებით, გადაწყვეტილება საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე, მსვლელობის დროს, რუსული დროშის გამოჩენას უკავშირდება. "ეს არის ჩემთვის სამწუხარო ფაქტი, პასუხისმგებლობის ნაწილს რაც შეეხება, ორგანიზატორი ამ შემთხვევაში განათლების სამინისტრო იყო, შესაბამისად თანამდებობიდან გათავისუფლებულია განათლების მინისტრი ინგა შამილიშვილი,"- განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ. რუსული დროშები, დღეს ბათუმის ქუჩებში საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, ქუჩის მსვლელობის დროს გამოჩნდა. ფესტივალის მონაწილეებს რუსული დროშების გარდა, ჰქონდათ ბანერი წარწერით - RUSSIA.
სახელმწიფო ელექტროსისტემის დირექტორი ვანო ზარდიაშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლეს
კობახიძე: არ გვაინტერესებს რას იტყვის დიფ სთეითის კიდევ ერთი აგენტი, ბატონი ჯო უილსონი
მოსამართლე კაპანაძემ თორნიკე თოშხუა 5-დღიან პატიმრობაში გაუშვა
დუნაის დაბლა დაწევამ უნგრეთში, ბოლო 44 წლის განმავლობაში პირველად, ატომური ელექტროსადგურის სრული გაჩერება გამოიწვია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)