|
2019-05-26 12:40:29, 906 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილმა - ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს ვულოცავ
„ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს ვულოცავ! 26 მაისი უნიშვნელოვანესი დღეა. საქართველო დამოუკიდებლობის დღეს სახალხო დღესასწაულით აღნიშნავს“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა. საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს აერთიანებს. სწორედ ამიტომ არის ამ დღის სლოგანი „ეს დღე ჩვენია“. დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები, მთელი საქართველოს მასშტაბით, ერთიანი კონცეფციით „ცოდნას მივყავართ თავისუფლებამდე” იმართება. ცოდნა არის მამოძრავებელი ძალა, გზა, რომელსაც თავისუფლებამდე მივყავართ. საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ქალაქ თბილისში, რუსთაველის გამზირზე მოწყობილ სტენდზე ორ განსხვავებულ კუთხეს - მწვანე სივრცესა და ღვინის კუთხეს წარმოადგენს. 26 მაისის ღონისძიებებში ჩართულია ყველა სახელმწიფო სტრუქტურა და მათ კოორდინაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია უწევს.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)