02:44 - 19 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-25 17:19:35, 1072 ნახვა

საზოგადოება
არქიმანდრიტი კირიონი: დამოუკიდებლობის დღესასწაული რუსთაველზე ცეკვა-თამაშში კი არა, დავით გარეჯზე უნდა გადიოდეს

 „26 მაისი, დამოუკიდებლობის დღის დღესასწაული გადის არა რუსთაველზე და თავისუფლების მოედანზე ცეკვა-თამაშში, არამედ – გარეჯზე“, - ამის შესახებ რქიმანდრიტმა კირიონმა ჟურნალისტებს დავით გარეჯში განუცხადა.

არქიმანდიტრი აზერბაიჯანული მხარის მიერ დავით გარეჯში გზის გაყვანას გამოეხმაურა.

მისივე განცხადებით, დავით გარეჯის ტერიტორიაზე მ დროისთვის გზის გაყვანა, თითქმის, დასრულებულია და მძიმე ტექნიკა ადგილზე აღარ მუშაობს.

„იყო შეთანხმება, თითქოს ტექნიკა დილიდანვე გავიდოდა და აღარ იმუშავებდა, მაგრამ დარჩენილი იყო სადღაც 500 მეტრი, ეს მონაკვეთი დაასრულეს მთლიანად და მერე წავიდნენ. მათი ამოცანა შესრულებულია. იმის თქმა არ შემიძლია, როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები, მაგრამ ეს არის ჩვენი ხელისუფლების სახე. ხელისუფლება, რომელიც არ იცავს ქვეყნის ინტერესებს და მის უპირველეს მოვალეობას  – ტერიტორიული მთლიანობის დაცვას, ეს არის ჩვენი სახე. დღეს 26 მაისი, დამოუკიდებლობის დღის დღესასწაული გადის არა რუსთაველზე და თავისუფლების მოედანზე ცეკვა-თამაშში, არამედ – გარეჯზე და ეს არის ჩვენი სინამდვილე. თუ ასე გავაგრძელებთ ცხოვრებას, აღარ დაგვრჩება ქვეყანა და დაგვრჩება თბილისი მარტო“, - აღნიშნა არქიმანდიტრმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics