23:34 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-22 16:08:31, 727 ნახვა

რეგიონი
ბოლნისში, ქურდობის ბრალდებით დაკავებული არასრულწლოვანი პოლიციელებს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს

ბოლნისში, ქურდობის ბრალდებით დაკავებული არასრულწლოვანი, სამართალდამცველების მხრიდან  მასზე განხორციელებულ ძალადობის შესაძლო ფაქტზე, ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციის შენობაში იკითხება.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ცნობით, შემთხვევა 2 თვის წინ ბოლნისის პოლიციაში მაშინ მოხდა, როცა ის ქურდობის ბრალდებით დააკავეს.

არასრულწლოვანის ინფორმაციით, მისგან სამართალდამცველები თანამზრახველების დასახელებას ითხოვდნენ, რის შემდეგაც ფიზიკურად გაუსწორდნენ.

მისივე განცხადებით, პოლიციელებმა მას ხელი მოტეხეს, ქამრით სცემეს, გააშიშვლეს და ბოთლით გაუპატიურებით ემუქრებოდნენ.

„მირტყამდნენ თავში, წელის არეში და სადაც მოუხერხდებოდათ ყველგან მირტყამდნენ. მოტეხილ ხელში მირტყამდნენ უმეტესად. როდესაც საავადმყოფოდან მომიყვანეს გამწარებულები იყვნენ რომ არ მიმიღეს მშობლების გარეშე და მაგ დროს მემუქრებოდნენ რომ ეხლაო, რაც იქ არ გაგიკეთეთ და რომ გეუბნებით გაგაუპატიურებთო და არ შევასრულეთო, ახლა რომ მოგიყვანეთო ბოთლზე დაგსვამთ და გაგაუპატიურებთო. რაღაც წამალს ამბობდა დავლევთო, რომ უფრო დიდხანს გაგრძელდესო შენი გაუპატიურების მცდელობაო. როდესაც მიმიყვანეს უკვე შარვალი გამხადეს და ბოთლს მადებდნენ“, - განაცხადა არასრულწლოვანმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მარნეულში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
ხოშტარია: დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics