|
2015-06-29 16:56:46, 672 ნახვა
პოლიტიკა
ალეკო ელისაშვილი: ვინ ეკითხება პრემიერ-მინისტრს სად იდგმება თბილისის ტერიტორიაზე ძეგლები?!
თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, დავით აღმაშენებლის ძეგლი თბილისის ცენტრში უნდა დაბრუნდეს. ელისაშვილი პრემიერის განცხადებას თბილისის მერიისა და საკრებულოს კომპეტენციაში ჩარევად მიიჩნევს. „ისევ თბილისის მერიის და საკრებულოს კომპეტენციაში ჩარევა! ვინ ეკითხება პრემიერ-მინისტრს სად იდგმება თბილისის ტერიტორიაზე ძეგლები? ჯერ ერთი საქმე გამოელია ბატონ ღარიბაშვილს და მერე მეორე - თბილისი არის თვითმმართველი ქალაქი, ყავს პირდაპირი წესით არჩეული მერი და არჩეული საკრებულო. იქნებ წააკითხოს ვინმემ პრემიერ-მინისტრს კონსტიტუცია, იქნებ აუხსნან სად გადის მისი, თბილისის მერის და საკრებულოს კომპეტენციის ზღვარი. საბავშო ბაღია თუ სახელმწიფო...“, - წერს ალეკო ელისაშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე. ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილმა გაზეთ "ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ სააკაშვილმა "ყოვლად უზნეო საქციელი" ჩაიდინა, როდესაც დავით აღმაშენებლის ძეგლს შეეხო. მისი თქმით, მერიამ და საკრებულომ ძეგლის თბილისის ცენტრში დაბრუნების საკითხი უნდა განიხილონ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)