16:03 - 02 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-21 12:44:41, 1175 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - სააკაშვილის მესამე ადგილი პოლიტიკოსების რეიტინგში არის ზღაპარი

სააკაშვილის მესამე ადგილი პოლიტიკოსების რეიტინგში არის ზღაპარი, - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების შეკითხვას NDI-ის კვლევის შედეგებზე, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკოსების რეიტინგებში მესამე ადგილს იკავებს.

როგორც კობახიძემ განაცხადა, გაერთიანებულმა ოპოზიციისთვის მომავალში შესაძლოა ზუგდიდში მიღებული სედეგები საოცნებო გახდეს.

„რაც შეეხება პოლიტიკოსების რეიტინგებს, სააკაშვილის მესამე ადგილი არის უკვე ზღაპარი. ეს კარგად იხილეთ ამ არჩევნებში. პასუხი გაეცა მიხეილ სააკაშვილს მკაფიოდ. მისი მეუღლე იღებდა ზუგდიდში არჩევნებში მონაწილეობას, დაფიქსირდა მოსახლეობის განწყობა. 43% არ იყო ამ კუთხით გასაკვირი, თუმცა ვხედავთ, რომ უკვე რღვევის პირას არის ეს პარტია და მათთვის 43% შეიძლება გახდეს საოცნებო, რაც მიიღეს ზუგდიდში“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
დუნაის დაბლა დაწევამ უნგრეთში, ბოლო 44 წლის განმავლობაში პირველად, ატომური ელექტროსადგურის სრული გაჩერება გამოიწვია
ტრამპი აცხადებს, რომ თუ შეთანხმება სწრაფად იქნება მიღწეული, ის თავს შეიკავებს ირანზე დარტყმისგან
დრონები თავს დაესხნენ სარატოვში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას და ენგელსის აეროდრომს
რუსეთში დრონის თავდასხმის შემდეგ Wildberries-ის კიდევ ერთ დიდ საწყობს ცეცხლი გაუჩნდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics