|
2019-05-21 10:11:32, 956 ნახვა
საზოგადოება
შსს-ს თანამშრომლებმა ძალისმიერი სამჭიდის მსოფლიო ჩემპიონატზე 6 ოქროს მედალი მოიპოვეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ძალისმიერი სამჭიდის 29-ე მსოფლიო ჩემპიონატში 6 ოქროს მედალი მოიპოვეს. საერთაშორისო ტურნირი მიმდინარე წლის 16-19 მაისს, უკრაინის ქალაქ ლუცკში გაიმართა. გამარჯვებულ სპორტსმენებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კოლეგები, გულშემატკივრები და ოჯახის წევრები დახვდნენ. ძალისმიერი სამჭიდის მსოფლიო ჩემპიონატზე, ძალოვანი სტრუქტურების დივიზიონში შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლებმა იასპარეზეს: კობა კობახიძემ (საპატრულო პოლიციი დეპარტამენტი), რამაზ გაბაიძემ (სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტი), თეიმურაზ გოგოლაძემ (განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი), დავითი ჯოიძემ (ობიექტების დაცვის დეპარტამენტი) და შალვა ბებიაშვილმა (სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტი). ხუთივე სპორტსმენმა სხვადასხვა წონით კატეგორიებში პირველი ადგილები და 6 ოქროს მედლი მოიპოვა. ჩემპიონატში მსოფლიოს 25 ქვეყნის 500-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა.
(NS)
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)