|
2019-05-20 20:25:16, 981 ნახვა
საზოგადოება
20 მაისის 24:00 საათიდან 21 მაისის დილის 05:00 საათამდე თავისუფლების მოედანზე ავტომანქანების მოძრაობა აიკრძალება
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 20 მაისის 24:00 საათიდან 21 მაისის დილის 05:00 საათამდე ავტომანქანების მოძრაობა თავისუფლების მოედანზე და მასთან დამაკავშირებელ ყველა ქუჩაზე აიკრძალება. კერძოდ, რუსთაველის გამზირზე, შალვა დადიანის, კოტე აფხაზის და ალექსანდრე პუშკინის ქუჩებზე. „გარდა ამისა, გაცნობებთ, რომ 21 მაისის დილის 06:00 საათიდან ავტომანქანების მოძრაობის მარშრუტები სადღესასწაულო ღონისძიებების დასრულებამდე, დროებით შეიცვლება და ტრანსპორტი იმოძრავებს შემდეგი მიმართულებებით: პუშკინის ქუჩიდან ამომავალი ავტომანქანები გიორგი ლეონიძის ქუჩის მიმართულებით მოძრაობის გაგრძელებას ვერ შეძლებენ - ისინი ლეონიძის ქუჩაზე მოსახვედრად იმოძრავებენ მხოლოდ რუსთაველის გამზირის გავლით, წრეზე მობრუნდებიან და კვლავ რუსთაველის გამზირის გავლით ავლენ ლეონიძის ქუჩაზე. შალვა დადიანის და კოტე აფხაზის ქუჩებიდან ამომავალი მანქანები ასევე დროებით ვერ იმოძრავებენ რუსთაველის გამზირის მიმართულებით. აღნიშნული ქუჩებიდან ამომავალი საავტომობილო ნაკადი პუშკინის ქუჩით ჩავა ბარათაშვილის ქუჩაზე, მობრუნდება და იმოძრავებს რუსთაველის გამზირის მიმართულებით. ზემოხსენებული მარშრუტები 26 მაისის ღონისძიებების დასრულებამდე შენარჩუნდება, რის შემდეგაც მოძრაობა ჩვეულ რეჟიმში აღდგება. ყველა ქუჩასა და მოედანზე სატრანსპორტო მოძრაობას საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები დაარეგულირებენ“, - ნათქვამია განცხადებაში.
(NS)
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)