|
2019-05-20 16:37:13, 1127 ნახვა
პოლიტიკა
სოსო არჩვაძე: ქრისტინ ლაგარდის ვიზიტი ღია მხარდაჭერაა საქართველოში მიმდინარე რეფორმების ახალი ტალღისადმი
საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის ქრისტიან ლაგარდის ვიზიტს ექსპერტები აფასებენ. ეკონომიკის ექსპერტ სოსო არჩვაძეს მიაჩნია, რომ ლაგარდის პირველი ვიზიტი საქართველოში არა იმდენად გაცნობითი ხასიათისაა, რამდენადაც საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხრიდან იმ რეფორმებისადმი მხარდაჭერის გამოხატულება, რომლებიც ბოლო წლებში საქართველოში ხორციელდება - ინკლუზიური ეკონომიკით დაწყებული საპენსიო რეფორმით დამთავრებული. „თბილისში სტუმრად მყოფმა სტუმარმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოში ეკონომიკასა და საბანკო სფეროში გატარებულ რეფორმებს, იმ პრობლემებსა და გამოწვევებს, რომელთა გადალახვა მოუხდა და ახლაც უწევს საქართველოს ღია, გახსნილი ეკონომიკის პირობებში. სწორედ თანმიმდევრული რეფორმების საფუძველზე მოხერხდა საქართველოში ბიზნესისათვის გლობალური მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე ხელსაყრელი გარემოს ფორმირება. ამ რეფორმების გრძელვადიანი მიზანი მკაფიოა - ესაა ევროპული ქვეყნების ცხოვრების დონის სტანდარტებზე გასვლა. ამასთანავე, მან გამოხატა ღია მხარდაჭერა საქართველოში რეფორმების ახალი ტალღისადმი. მათ შორის, განათლების რეფორმა და სასამართლო სისტემის დახვეწა დასახელდა. ამ საქმეში ჩვენი ქვეყნის წარმატების მნიშვნელოვან კომპონენტებად, მას მიაჩნია ქართველი ხალხის ტოლერანტობა, გახსნილობა და წარსულის გამოცდილების გათვალისწინება“, - აცხადებს სოსო არჩვაძე.
დუნაის დაბლა დაწევამ უნგრეთში, ბოლო 44 წლის განმავლობაში პირველად, ატომური ელექტროსადგურის სრული გაჩერება გამოიწვია
ტრამპი აცხადებს, რომ თუ შეთანხმება სწრაფად იქნება მიღწეული, ის თავს შეიკავებს ირანზე დარტყმისგან
დრონები თავს დაესხნენ სარატოვში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას და ენგელსის აეროდრომს
რუსეთში დრონის თავდასხმის შემდეგ Wildberries-ის კიდევ ერთ დიდ საწყობს ცეცხლი გაუჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)