14:09 - 02 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-19 13:27:55, 1304 ნახვა

პოლიტიკა
„ოცნება“ ენმ-ის „დესტრუქციული გეგმის“ შესახებ ფარულ ჩანაწერს აქვეყნებს

„ქართული ოცნება“ ფარულ აუდიოჩანაწერს აქვეყნებს, სადაც პარტიის ცნობით, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები „დესტრუქციული გეგმის“ შესახებ საუბრობენ.

როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ზუგდიდში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ჩანაწერში სავარაუდოდ სანდრა რულოვსის და მიხეილ სააკაშვილის უახლოესი გარემოცვის წევრები, ნინია ცისკარიშვილი და სალომე ჭელიძე ფიგურირებენ.

„როგორც ჩანს, მიუხედავად პოლარიზაციისა „ნაციონალური მოძრაობის“ შტაბშიც არიან ადამიანები, რომლისთვისაც მიუღებელია დაპირისპირება და დესტაბილიზაცია. სწორედ ამ ადამიანებმა გამოიტანეს ინფორმაცია დესტრუქციული გეგმის შესახებ და ჩვენს შტაბს მოაწოდეს „ნაცმოძრაობის“ სხდომაზე  მათ მიერვე გაკეთებული აუდიო ჩანაწერი, რომლის მონაწილენი სანდრა რულოვსის და მიხეილ სააკაშვილის უახლოესი გარემოცვის წევრები, სავარაუდოდ ნინია ცისკარიშვილი და სალომე ჭელიძე საუბრობენ თუ როგორ უნდა აადუღონ ზუგდიდი და აჭარა, მიუხედავად იმისა მოიგებენ თუ წააგებენ არჩევნებს. ბუნებრივია ეს აუდიო  ჩანაწერი ჩვენ უკვე გადავეცით შესაბამის ორგანოებს და ვითხოვეთ შესაძლო დანაშაულის ფაქტზე გამოძიების დაწყება“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დუნაის დაბლა დაწევამ უნგრეთში, ბოლო 44 წლის განმავლობაში პირველად, ატომური ელექტროსადგურის სრული გაჩერება გამოიწვია
ტრამპი აცხადებს, რომ თუ შეთანხმება სწრაფად იქნება მიღწეული, ის თავს შეიკავებს ირანზე დარტყმისგან
დრონები თავს დაესხნენ სარატოვში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას და ენგელსის აეროდრომს
რუსეთში დრონის თავდასხმის შემდეგ Wildberries-ის კიდევ ერთ დიდ საწყობს ცეცხლი გაუჩნდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics