|
2019-05-19 10:39:14, 1258 ნახვა
კომენტარი
მეზვრიშვილი: შსს-ს კომპეტენციას მიკუთვნებული რაიმე ინციდენტი ამ ეტაპამდე არ დაფიქსირებულა
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებული რაიმე ინციდენტი ამ ეტაპამდე არ დაფიქსირებულა. როგორც მეზვრიშვილმა გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, თითოეულ ინციდენტზე უწყებას შესაბამისი რეაგირება ექნება. "საქართველოს სხვადასხვა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში, დღეს მიმდინარეობს შუალედური და რიგგარეშე არჩევნები. შინაგან საქმეთა სამინისტროს უმთავრესი ამოცანაა მართლწესრიგის დაცვა, ასევე არჩევნების მიმდინარეობის დროს თავისუფალ, უსაფრთხო და მშვიდობიან გარემოში არჩევნების ჩატარების უზრუნველყოფა. ყველას მოვუწოდებთ, რომ დაიცვას კანონი, რათა შენარჩუნდეს უსაფრთხო გარემო, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს მისცემს არჩევანის თავისუფალ გარემოში გაკეთების შესაძლებლობას. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ შსს რეაგირებას მოახდენს თითოეულ იმ ინციდენტზე, რომელიც მიეკუთვნება სამინისტროს კომპეტენციას, ამასთან სამართალდარღვევის თითოეული ფაქტი იქნება დაუყოვნებლივ აღკვეთილი. ამ ეტაპზე გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, რომ სამინისტროს მიკუთვნებული რაიმე ინციდენტი ამ ეტაპამდე არ დაფიქსირებულა. ადგილზე მართლწესრიგის უზრუნველყოფის მიზნით უკვე განხორციელდა საქართველოს მასშტაბით საპოლიციო ძალების მობილიზება და საჭიროების შემთხვევაში აღნიშნული პროცესი დღის განმავლობაში გაგრძელდება. აქტიურად ვთანამშრომლობთ ცესკო-სთან, რათა თითოეული ინციდენტი დროულად იქნას აღკვეთილი როგორც უბნებზე, ასევე უბნების მიმდებარე ტერიტორიებზე", - განაცხადა მეზვრიშვილმა და დასძინა, რომ დღის განმავლობაში უწყებაში პერიოდულად ბრიფინგები გაიმართება.
აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბ ისტორიებს ქმნიდნენ – პროკურატურამ ბრალდება 4 პირს წარუდგინა
კალაძე: "დიფსთეითი" თანამედროვე მსოფლიოსთვის უდიდესი პრობლემაა
გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო დიღომში, დიდ დიღომსა და გლდანის რაიონში 4600 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა
მერიამ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეების დახლები აიღო
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)