15:10 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-16 17:05:28, 1253 ნახვა

კომენტარი
ომბუდსმენი - ზუგდიდში მომხდარ ინციდენტზე გამოძიება ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლის ფაქტზეც უნდა დაიწყოს

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ზუგდიდში სანდრა რულოვსის შტაბის წევრებსა და მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმას გამოეხმაურა.

ლომჯარია შსს-ს მოუწოდებს საქმე არა მხოლოდ ცემის, არამედ ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელის შეშლის ფაქტზეც აღძრას.

„ჩემთვის საყურადღებო იყო ის ფაქტი, რაც რამდენიმე დღის წინ დაფიქსირდა, განსაკუთრებით მედიის წარმომადგენლების მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების და მათი საქმიანობისთვის ხელის შეშლის ფაქტი. ველოდები, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას არამხოლოდ ცემის, არამედ ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელის შეშლის მიმართულებითაც დაიწყებს. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და იმედი მაქვს, ეს გარემოება არ იქნება მხედველობის მიღმა დარჩენილი. ჩემი წუხილის საგანია ის, რომ დაპირისპირების ძალიან მაღალი რისკი არსებობს. მინდა, მივმართო ყველა პოლიტიკურ პარტიას, გამოიჩინონ მაქსიმალური პასუხისმგებლობა, რათა არჩევნების დღეს დაძაბულობა თავიდან ავირიდოთ“, - აცხადებს ნინო ლომჯარია.

შეგახსენებთ, 14 მაისს, გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატ სანდა რულოვსს უცნობმა პირებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. შემთხვევა დადიანების სასახლის ეზოში მოხდა, სადაც ტელეკომპანია „ოდიში“ სანდრა რულოვსზე სიუჟეტს ამზადებდა. გარდა ამისა, უცნობმა პირებმა ოპერატორისთვის და ფოტოგრაფისთვის კამერების წართმევა სცადეს. კონფლიქტში სასახლის დაცვის თანამშრომლების ჩარევა გახდა საჭირო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბ ისტორიებს ქმნიდნენ – პროკურატურამ ბრალდება 4 პირს წარუდგინა
კალაძე: "დიფსთეითი" თანამედროვე მსოფლიოსთვის უდიდესი პრობლემაა
გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო დიღომში, დიდ დიღომსა და გლდანის რაიონში 4600 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა
მერიამ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეების დახლები აიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics