|
2019-05-16 13:02:07, 981 ნახვა
პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილმა ესტონეთში ოფიციალური ვიზიტი დაიწყო
საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური დახვედრის ცერემონია ტალინში, ესტონეთის პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება, სადაც საქართველოს და ესტონეთის პრეზიდენტების პირისპირ მოლაპარაკებები და პრესკონფერენცია ჩატარდება. დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრები ესტონეთის რესპუბლიკის “რიიგიკოგუს” თავმჯდომარე ჰენ პოლუასთან და პრემიერ-მინისტრ იური რატასთან. ესტონეთის პრეზიდენტთან და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრთან ერთად, საქართველოს პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს უსაფრთხოების კონფერენციის “ერთი წარსული – ბევრი მომავალი” ღია დისკუსიაში. თეა ახვლედიანის განცხადებით, კონფერენციაში მონაწილეობა პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია, რადგან კონფერენციის საერთაშორისო და მაღალი დონის აუდიტორია მოელის სალომე ზურაბიშვილის ხედვას ევროპის მომავალთან დაკავშირებით, გამომდინარე, როგორც საფრანგეთის დიპლომატიური გამოცდილებიდან და ასევე, საქართველოს პრეზიდენტის პოზიციიდან. სალომე ზურაბიშვილი ტალინში ნატოს კოოპერატიული კიბერთავდაცვის ცენტრს ეწვევა და მისი მუშაობის სპეციფიკას გაეცნობა. ოფიციალური ვიზიტის კულტურული პროგრამის ფარგლებში, საქართველოსა და ესტონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტები “მიკელის” მუზეუმში ფიროსმანის გამოფენას “მარტოხელა გენიოსის სამყარო” დაათვალიერებენ. დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრები ქართველ სტუდენტებთან და ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან.
დრონები თავს დაესხნენ სარატოვში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას და ენგელსის აეროდრომს
რუსეთში დრონის თავდასხმის შემდეგ Wildberries-ის კიდევ ერთ დიდ საწყობს ცეცხლი გაუჩნდა
ჰამბურგსა და ამსტერდამში ასობით ათასი ადამიანი მონაწილეობდა პრაიდის მსვლელობებში
მოსკოვის ცენტრში, რესტორანში, საჰაერო კოსმოსური ძალების მთავარსარდლის, ჩაიკოს, აფეთქება სცადეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)