|
2019-05-16 09:48:42, 969 ნახვა
რეგიონი
შუახევში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა
დღეს შუახევში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა. გახსნის ცერემონიას იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ესწრებოდნენ. წელს საზოგადოებრივი ცენტრები ხულოსა და ქედაშიც გაიხსნება. შუახევის საზოგადოებრივი ცენტრი მუნიციპალიტეტის 10 სოფლის 6 000-მდე მოქალაქეს ყველა იმ საჯარო სერვისით მოემსახურება, რომლის მიღებაც იუსტიციის სახლებში არის შესაძლებელი. საზოგადოებრივ ცენტრში საბანკო სერვისებით, მობილური ოპერატორის საშუალებით 24-საათიანი კავშირით, უკაბელო ინტერნეტითა და უფასო „სკაიპის" ოთახით, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, მუნიციპალიტეტის სტუმრებიც ისარგებლებენ. ცენტრში ათამდე ადგილობრივი მცხოვრები დასაქმდა. საზოგადოებრივი ცენტრის გახსნას ესწრებოდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საკრებულოს წევრები, შუახევის ადგილობრივი მოსახლეობა და ახლომდებარე სოფლების მაცხოვრებლები.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)