|
2019-05-15 10:34:41, 904 ნახვა
საზოგადოება
წყლის რესურსების მართვის შესახებ თიანეთის მუნიციპალიტეტში საჯარო განხილვა გაიმართა
პროექტის EUWI+ (ევროკავშირის წყლის ინიციატივა პლუს აღმოსავლეთის პარტნიორობისთვის) ფარგლებში, თიანეთის მუნიციპალიტეტში, საჯარო დიალოგის ფორმატში „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტისა და ალაზანი-იორის მდინარეთა აუზის მართვის გეგმის შუალედური შედეგები განიხილეს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, EUWI+ პროექტის მხარდაჭერით, ხრამი-დებედასა და ალაზანი-იორის მდინარეების აუზების მართვის გეგმების შემუშავება დაიწყო. საჯარო დიალოგის ფორმატში, ადგილობრივ დაინტერესებულ პირებს საშუალება ჰქონდათ გამოეხატათ საკუთარი მოსაზრება, რათა მათი პოზიცია სამომავლო ღონისძიებების დაგეგმვის დროს იქნას გათვალისწინებული. აღნიშნული შეხვედრები ასევე მიზნად ისახავს წყლის რესურსების მართვის პროცესის ახალ რეფორმაში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მეტი ჩართულობის მნიშვნელობისა და როლის მკაფიოდ განსაზღვრას. შეხვედრას ესწრებოდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში შემავალი შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის, ენერგო-პრო ჯორჯიას რეგიონული სერვის ცენტრების წარმომადგენლები, “ევროკავშირის წყლის ინიციატივა პლუს აღმოსავლეთის პარტნიორობისთვის" პროექტის გუნდი, თიანეთის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები.
(NS)
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)