|
2019-05-15 10:12:25, 1112 ნახვა
რეგიონი
ზუგდიდში ოპოზიცია საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გადადგომას მოითხოვს
გაერთიანებული ოპოზიცია ზუგდიდში საპროტესტო აქციას მართავს და N67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, მირანდა მესხის გადაყენებას მოითხოვს. როგორც ოპოზიციის წევრები განმარტავენ, საარჩევნო უბნებზე სამაგიდო სიები, საარჩევნო ბეჭდები და ლუქები არჩევნებამდე ხუთი დღით ადრე გაიგზავნა. ენმ-ს წევრის თინა ბოკუჩავას განცხადებით, ბეჭდები სამაგიდო სიებთან ერთად დალუქულ მდგომარეობაში არჩევნებამდე ორი დღით ადრე უნდა გაიცეს. „იყო მცდელობა არჩევნების გაყალბების არჩევნებამდე 5 დღით ადრე. ვითხოვთ მირანდა მესხის გადაყენებას საოლქო კომისიის თავმჯდომარის პოსტიდან და ასევე ჩვენ ვითხოვთ რომ შეიცვალოს ბეჭდები, ცესკომ გამოაგზავნოს ახალი ბეჭდები იმიტომ, რომ ასე ბეჭდების გატანა, შემდეგ დაბრუნება ჩანთებით, ღია პარკებით, ეს არის აბსოლუტურად ყველა პროცედურის დარღევა“, - აღნიშნა ბოკუჩავამ. რაც შეეხება, ზუგდიდის საოლქო კომისიის თავმჯდომარე, მირანდა მესხსს, მისი განმარტებით, მას კანონი არ დაურღვევია. „კანონი არ დამირღვევია გავეცი კედლის სიები, გავეცი ამომრჩევლის ბარათები. ზუსტად ამ გამჭვირვალობის ამომრჩევლის უსაფრთხოების, სანდოობის უზრუნველყოფის მიზნით მობრუნებულია სიები. არ მობრუნდა ბეჭდები და არც მოვაბრუნებთ ამ ბეჭედს. ბეჭედი არის მიღება-ჩაბარების აქტით გაცემული, ეს არის ინვენტარი. ბეჭდის ლუქის მთლიანობა როდესაც დაირღვევა, ამას უბანზე ვნახავთ. მორიგი შოუსთვის მე სხდომას ამ საკითხთან დაკავშირებით არ გავმართავ“, - გაანცხადა მირანდა მესხმა. ამასთან, ოპოზიცია დღეს 12:00 საათზე საარჩევნო კომისიის შენობასთან საპროტესტო აქციას გამართავს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)