|
2019-05-14 14:55:11, 1190 ნახვა
პოლიტიკა
გახარია ზუგდიდის ინციდენტზე: ყველა ექსცესი გამოძიებული იქნება, არ აქვს მნიშვნელობა რომელი მხარეა დამნაშავე
ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი, გიორგი გახარია უსაფრთხოების თემატიკაზე მომუშავე ექსპერტებს შეხვდა. შეხვედრის ბოლოს, გიორგი გახარიამ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. ჟურნალისტის ერთ-ერთი კითხვა ეხებოდა ზუგდიდში მომხდარ ინციდენტებს, რაზეც მინისტრმა განაცხადა, რომ ყველა შემთხვევა იქნება დეტალურად გამოძიებული. „ყველა შემთხვევა იქნება დეტალურად გამოძიებული და ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა, რომელი მხარე იქნება დამნაშავედ წარმოდგენილი. ჩვენ როგორც წინა არჩევნებში, საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ, აბსოლუტურად ადეკვატური შეფასებები მივიღეთ. საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ წინა არჩევნები შეფასებული იყო როგორც ძალადობის მხრივ ყველაზე სუფთა და თავისუფალი არჩევნები. ზუსტად ასე, ყველა მხარე, ყველა ექსცესი იქნება გამოძიებული დეტალურად და შესაბამისად, არ აქვს მნიშვნელობა რომელი მხარე იქნება დამნაშავე - მიეცემა პასუხისგებაში. არავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ დეზინფორმაციებით და პროვოკაციებით მოხდეს არჩევნების დისკრედიტაცია, ამიტომ ყველას მოვუწოდებთ წყნარად, მშვიდად ჩავატაროთ საარჩევნო პროცესი და მივცეთ ჩვენს მოქალაქეებს საშუალება გამოხატონ თავისი არჩევანი მშვიდ გარემოში, რასაც რა თქმა უნდა, შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს.“ განაცხადა გიორგი გახარიამ.
(NS)
დრონები თავს დაესხნენ სარატოვში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას და ენგელსის აეროდრომს
რუსეთში დრონის თავდასხმის შემდეგ Wildberries-ის კიდევ ერთ დიდ საწყობს ცეცხლი გაუჩნდა
ჰამბურგსა და ამსტერდამში ასობით ათასი ადამიანი მონაწილეობდა პრაიდის მსვლელობებში
მოსკოვის ცენტრში, რესტორანში, საჰაერო კოსმოსური ძალების მთავარსარდლის, ჩაიკოს, აფეთქება სცადეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)