|
2019-05-10 16:06:26, 1457 ნახვა
რეგიონი
შუახევის მუნიციპალიტეტს ბულდოზერი გადაეცა
საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა რაულ ბერიძემ, შუახევის მერთან ფრიდონ ფუტკარაძესთან, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი დავითაძესთან და ოფიციალურ პირებთან ერთად შუახევის მუნიციპალიტეტის წყალსაყრის ადმინისტრაციულ ერთეულს ერთი ერთეული ბულდოზერი გადასცა. ბულდოზერი სამომავლოდ თოვლისა და მეწყერის წმენდის, გზის მიწის ვაკისის გაგანიერების, მოშანდაკებისა და პროფილირების სამუშაოების განსახორციელებლად იქნება გამოყენებული.
ხელმძღვანელმა პირებმა ხიჭაური-ნაღვარევის საავტომობილო გზის კმ7+800-კმ11+000 მონაკვეთზე ასფალტობეტონის საფარის მოწყობის სამუშაოებიც დაათვალიერეს, რომელსაც შპს „ზიმო 7“ ასრულებს. პროექტის ღირებულება 1565000 ლარს შეადგენს. მიმდინარე წელს დეპარტამენტის ბიუჯეტიდან შუახევის მუნიციპალიტეტისათვის დაახლოებით 13 მილიონი ლარია გათვალისწინებული. საავტომობილო გზებზე მოეწყობა: 13 კმ. სიგრძის ასფალტობეტონის საფარი, რეაბილიტაცია ჩაუტარდება 1 არსებულ ხიდს, აშენდება 2 ახალი ხიდი და 41 ხელოვნური ნაგებობა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|



ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)