10:18 - 02 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-10 15:22:31, 1467 ნახვა

პოლიტიკა
ბახტაძე: ეკონომიკის სამინისტროში ინვესტორებთან ურთიერთობაზე პასუხისმგებელი მინისტრის მოადგილის შტატი შეიქმნა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინვესტორებთან ურთიერთობაზე პასუხისმგებელი მინისტრის მოადგილის შტატი ემატება, - ახალ მოადგილეებს პრემიერ-მინისტრი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცებს.

როგორც მამუკა ბახტაძემ სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ინვესტორებს ერთი ფანჯრის პრინციპით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მოემსახურება, ხოლო მინისტრის მოადგილე ინვესტორებთან ურთიერთობაზე პასუხისმგებელი იქნება არა მხოლოდ ინვესტირებამდე, არამედ ინვესტიციების განხორცილების შემდგომაც.

„ჩვენ რამდენიმე თვე ვმუშაობდით, რათა ეს შედეგი მიგვეღო. რა თქმა უნდა ეს არის მნიშვნელოვანი ცვლილება, იქიდან გამომდინარე, რომ ეს მოადგილე ამავე დროს პასუხისმგებელი იქნება სხვა უწყებებთან კოორდინაციაზე, ვინაიდან ინვესტორებს ურთიერთობა მოუწევთ არა მხოლოდ ეკონომიკის სამინისტროსთან, არამედ  სხვა უწყებებთან. ბუნებრივია, ჩვენ ამ პრაქტიკას შევზღუდავთ და იქნება ერთი ფანჯრით მომსახურების პრინციპი, სადაც მხოლოდ ეკონომიკის სამინისტრო იქნება პასუხისმგებელი ინვესტორებთან ურთიერთობებზე. ამასთან ერთად, მნიშვნელოვანი ფოკუსი გაკეთდება თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმზე ევროკავშირთან და იმ პრიორიტეტული და პერსპექტიული   საქონლისა  და მომსახურების ჩამონათვალზე, რომელზეც ჩვენ აქცენტს გავაკეთებთ მომავალში, რათა კიდევ უფრო მეტად გავზარდოთ სავაჭრო ბრუნვა ევროკავშირთან", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

 

 

                 

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში შაბათის ტრადიციული მარში გაიმართა
ბათუმში, 22 ივლისს მომხდარ დაჭრის საქმეზე პოლიციამ არასრულწლოვანი დააკავა
პატრიარქმა კირილმა ბირთვული იარაღის შექმნას „ღვთაებრივ გეგმას“ უწოდა
ფონ დერ ლაიენი: სეუტიდან ვერცერთმა მიგრანტმა ვერ შეძლო ესპანეთის მატერიკულ ნაწილში ჩასვლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics