10:18 - 02 Aug, 2026
|
2019-05-09 13:56:44, 1324 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი შენგელიამ ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” ზუგდიდის მერობის კანდიდატმა გიორგი შენგელიამ, სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები მოინახულა და ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა. „74 წლის წინ, მსოფლიომ ბოროტების სახით ფაშიზმი დაამარცხა. გილოცავთ ამ დღეს! ჩვენ მუნიციპალიტეტში 4 ადგილობრივი და 4 დევნილი ვეტერანი გვყავს. მათი ღვაწლი დიდია და განსაკუთრებული დაფასება სჭირდებათ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ჩვენმა ვეტერანებმა და მათმა ოჯახებმა იგრძნონ სითბო და ზრუნვა. მოვინახულეთ ჩვენი ვეტერანები, მათ ჩვენთან ერთად გაიხსენეს ომის რთული დღეები და გამარჯვების სიხარული. ბაბუაც ომის მონაწილე იყო, ხშირად მიყვებოდა იქაურ ისტორიებს“, - განაცხადა გიორგი შენგელიამ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)