10:18 - 02 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-08 18:21:51, 1464 ნახვა

პოლიტიკა
ჭიათურის მერობის კანდიდატი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ახალგაზრდებს შეხვდა

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ჭიათურის მერობის კანდიდატი  გივი მოდებაძე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში  ახალგაზრდებს შეხვდა. მერობის კანდიდატმა შეხვედრისას ახალგაზრდული პოლიტიკის მისეულ ხედვაზე ისაუბრა.

,,ჩვენ შევიმუშავებთ  თქვენთვის სტაჟირების პროგრამას, რაც საშუალებას მოგცემთ უნივერსიტეტში სწავლის პარალელურად სტაჟირება გაიაროთ ჭიათურის მერიაში ან მუნიციპალურ ორგანიზაციებში. ამავდროულად, ჩემს გუნდთან ერთად ვიმუშავებ ახალგაზრდების დასაქმებაზე სხვადასხვა სფეროში. ვაპირებ, აქტიურად განვავითარო ჭიათურაში ტურიზმი. მოხარული ვიქნები თუ ამ საქმეში თქვენი ჩართულობა იქნება. მსურს ჭიათურა ტურიზმით იყოს  ცნობილი“, -  განაცხადა გივი მოდებაძემ შეხვედრისას.

მერობის კანდიდატმა  ახალგაზრდების მიერ დასმულ კითხვებსაც უპასუხა.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში შაბათის ტრადიციული მარში გაიმართა
ბათუმში, 22 ივლისს მომხდარ დაჭრის საქმეზე პოლიციამ არასრულწლოვანი დააკავა
პატრიარქმა კირილმა ბირთვული იარაღის შექმნას „ღვთაებრივ გეგმას“ უწოდა
ფონ დერ ლაიენი: სეუტიდან ვერცერთმა მიგრანტმა ვერ შეძლო ესპანეთის მატერიკულ ნაწილში ჩასვლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics