09:19 - 19 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-08 18:19:29, 1015 ნახვა

საზოგადოება
შსს 9 მაისს დაგეგმილ აქციებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

9 მაისს თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში დაგეგმილ აქციებთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. 

"გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ უწყება უზრუნველყოფს მართლწესრიგის დაცვას შეკრების ადგილებზე. ამასთან, პოლიცია იმოქმედებს კანონის შესაბამისად ყველა იმ პირის მიმართ, რომლის ქმედებაც გასცდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს და კანონის მოთხოვნებს.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ საქართველოს კანონის - „თავისუფლების ქარტია“-ს თანახმად, აკრძალულია კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური იდეოლოგიის მატარებელი და პროპაგანდის საშუალებების გამოყენება. შესაბამისად, მოვუწოდებთ ყველას, იმოქმედონ კანონის მოთხოვნათა დაცვით, წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიცია განახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ქმედებებს", - ნათქვამია განცხადებაში. 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics