|
2019-05-08 16:45:47, 867 ნახვა
საზოგადოება
კრწანისის რაიონში დასუფთავების მასშტაბური აქცია მოეწყო
კრწანისის რაიონის გამგეობის ინიციატივის - „ჩვენ ვზრუნავთ ჩვენს უბანზე“ ფარგლებში, დასუფთავების მასშტაბური აქცია მოეწყო. შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ კრწანისის რაიონში შვიდი ლოკაცია დაასუფთავა. ნარჩენებისგან გაიწმინდა თბილისი-რუსთავის დამაკავშირებელი ავტომაგისტრალის ერთი მონაკვეთი, მტკვრის მარჯვენა სანაპირო, ქართლის დედის მიმდებარე ტერიტორია, თაბორის მთა, კრწანისის სკვერი და კრწანისის ქუჩაზე არსებული ხევი. ამასთანავე, დასუფთავდა ლეღვთახევის ტერიტორია. დასუფთავების აქციაში „თბილსერვის ჯგუფის“ 100-მდე თანამშრომელი იყო ჩართული. ადგილზე ასევე, მობილიზებული იყო სპეციალური ტექნიკა და მთამსვლელთა ჯგუფი. აქციას კრწანისის გამგეობის წარმომადგენლებთან ერთად, რაიონში არსებული კერძო სკოლა „კრწანისი მარჯის“, N218, N153, N127, N70, N65, N144, N72 და N75 საჯარო სკოლების მოსწავლეები შეუერთდნენ. მოსწავლეებმა თავიანთი სკოლების ეზოები დაასუფთავეს. აქციაში მონაწილეობა კრწანისის სასწავლო უნივერსიტეტის - „გეო-მედი“ სტუდენტებმაც მიიღეს. კრწანისის რაიონის გამგებელმა ლევან ჯაფარიძემ „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებსა და აქციის თითოეულ მონაწილეს მადლობა გადაუხადა. კამპანიის - „ჩვენ ვზრუნავთ ჩვენს უბანზე“ ფარგლებში, კრწანისის რაიონის გამგეობა სხვადასხვა ღონისძიებას აწყობს, რომლის მიზანი გარემოს დაცვა და ამ მიმართულებით, მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებაა.
(NS)
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)