|
2019-05-07 15:56:27, 1199 ნახვა
რეგიონი
ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება
ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ დროისთვის, გზა გაწმედნილია ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის 37-ე კმ-მდე და პარალელურ რეჟიმში, გაწმენდითი სამუშაოები ომალოს მხირდანაც იწყება. შეგახსენებთ, რომ ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზაზე, გაწმენდითი სამუშაოები წელს, რთული მეტეოროლოგიური პირობების, კერძოდ აპრილის თვეში უხვი ნალექის გამო 15 აპრილს დაიწყო. ამასთანავე, გზის 22-ე და 25-ე კილომეტრებზე ჩამოსული იყო დიდი ზომის ლოდები, ასევე აღნიშნული გზის 56-ე კმ-ის ზემოთ ჯერ ისევ თოვლია. ზემოთ ჩამოთვლილი გარემოებები წინა წლებში არ დაფიქსირებულა, რამაც სამუშაოები დროებით შეაფერხა. თუშეთისკენ მიმავალ გზაზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება მაისის ბოლომდე აღდგება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)